შპს „ტელეკომპანია მზემ“ ტელემაუწყებლობის ავტორიზაციია მოიპოვა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია მზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გაატარა ,

შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი/სპორტული) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ინტერნეტით 2025 წლის პირველ ივლისამდე, ხოლო მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით 2025 წლის პირველ აგვისტომდე;

სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „აია TV/AIA TV “.

43 2025-05-19 12:39 აია TV, AIA TV